მკვლელობა ახსის მთაზე – მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება.
მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 34 წლის მამაკაცი. ამასთან, დაჭრილია მისი მეგობარი, რომელიც მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მომხდარის დეტალებს და მოკლულის ფოტოს საინფორმაციო პორტალი “თაიმერი” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მთაში საქონელი ჰყავდა, სადაც იქ მყოფ პირთან სავარაუდოდ შელაპარაკაება მოუვიდა.
როგორც წყარო გვიყვება, ახლაგაზრდა მამაკაცს დანა გულში ორჯერ აქვს ჩარტყმული.
გარდაცვლილი ახლაგაზრდა მამაკაცს მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან.
კომენტარები