ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, ერთ ისტორიას იხსენებს:
“ზურამ მომიყვა ერთხელ დოიჯაშვილმა, პატარა ბიჭი ვიყავი, ჯერ არ ვიყავი ცნობილი მომღერალი, სოლოლაკში ბიჭებმა ვიჩხუბეთ და მთაწმინდის პოლიციაში შეგვაგდეს კამერაშიო, იქიდან ვყვირივარ არ ვარ ხულიგანი, მომღერალი ვართქოო, დაიწყეს სიცილი ბიჭო შენ ვერ ლაპარაკობ და რა უნდა იმღეროოო, მოვატანინე გიტარა, ვიმღერე მელიქიშვილის გამზირი და იქ ამბავი ატყდაო, მოიტანეს პურ-მარილი ვიქეიფეთ სამორიგეოში და სულ პიუ-პაოთი მიმიყვანეს სახლშიოო…”
კომენტარები