“ევროპული საქართველოს” წევრი რუსთავიდან, ნათია მანჯგალაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“კომპ. ჯეოსთილს” არ გადაუცია მონაცემები სამსახურიდან განთავისუფლებული პირების შესახებ, რის საფუძველზეც ვერ მიიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოსგან (თვეში 200ლ) ის პირები ვინც გაანთავისუფლეს მარტში სამსახურიდან.
მათ მაშინ ახსნეს რომ კომპანია იძულებულია გაანთავისუფლოს პირები სამსახურიდან ვინაიდან შექმნილი მდგომარების გამო ნედლეულით ვერ მარაგდებიან და იძულებული არიან დაითხოვონ თანამშრომლები.დღეს ირკვევა რომ მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს ამ პირების შესახებ ვინაიდან მიზეზი კოვიდ 19 არ ყოფილა.ლოგიკა მითხარით რაში მდგომარეობს?
შურისძიება ,რომ იძულებული გახდნენ მარტში კომპესაციის ანაზღაურება ამ პირთათვის?
საშემოსავლომ განმიმარტა რომ ვერაფრით დაგვეხმარება ვინაიდან თავად სამსახურმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და მიაწოდოს ინფორმაცია პირის შესახებ ეკუთვნის თუ არა კომპესაცია, გამოდის რომ აქეთ სახელმწიფო გვატყუებს, აქეთ ესენი!”
კომენტარებში ა.ს. წერს:
“ეგ კი არა, ხელფასები ორჯერ შეამცირეს და თავად მილიარდები აქვთ, ქართველებს მონებივით ამუშავებენ – საათი 70 თეთრი, ან ნაკლები. მიხედოს მთავრობამ ამ ქარხანას”
კომენტარები