ორსულმა ჩინელმა, ჩინეთის ჩჟეძიანის პროვინციაში მოულოდნელად შუა ქუჩაში, გამვლელების თვალწინ იმშობიარა. ამის შესახებ Sakhipost-ი წერს.
ჩინელი ქალი სახელად ჩენი ქუჩაში სასეირნოდ ნაცნობთან ერთად გავიდა. მოულოდნელად მას მშობიარობა დაეწყო და ბავშვი პირდაპირ ხმაურიანი ქუჩის ტრორტუარზე გააჩინა. ეს ინციდენტი ქუჩის კამერამ დააფიქსირა.
კადრებში ჩანს, რომ გაოცებული გამვლელები გარს შემოეხვივნენ ქალს, გამოიძახეს სასწრაფო და ასფალტზე დაგდებული ახალშობილი შეახვიეს.
პრაიმტაიმი
კომენტარები