პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„შევაჯამეთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” ერთწლიანი მუშაობის შედეგები.
პოლიტიკურო ჯგუფი მე და ხატია დეკანოიძემ გასული წლის ივნისის თვეში დავაფუძნეთ. მხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემები:
-25 საკანონმდებლო ინიციატივა,
-222 გამოსვლა პლენარულ სხდომაზე,
-6 მთავრობის წევრის დაბარება ე. წ. ინტერპელაციის წესით პლენარულ სხდომაზე,
-3 მინისტრის მოსმენა კომიტეტის სხსომაზე,
-1 დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიცირება,
-4 კვლევის ჩატარება.
-238 სადეპუტატო კითხვის გაგზავნა,
-და კიდევ მრავალი სხვა სახის აქტივობა პარლამენტში თუ მის გარეთ.
ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ თქვენს წინაშე. სახელიც ხომ თქვენი მონაწილეობით (გამოკითხვით) შეირჩა:)
ვამართლებთ ჩვენს სახელს. აქტიურები და ოპტიმისტები ვართ:))“
კომენტარები