„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ალეკო ელისაშვილის „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებასთან შეერთებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მამუკამ ალეკოს აპატია. ნამდვილი ქრისტიანული საქციელია. ვულოცავ ორივე პარტიას მათი ლიდერების ერთობის გაფორმებას. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრ ლიდერს ვიხილავ თქვენს ერთობაში, გახარიას ჩათვლით. მესმის, ბევრი დააშავა, მაგრამ ისიც იმსახურებს პატიებას“
კომენტარები