უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის ჯარის დანაკარგი სამჯერ აღემატება უკრაინისას. მისივე თქმით, გარკვეული მიმართულებით ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.
მან რუსეთის მიერ გარკვეული ტერიტორიების აღება ბოლო პერიოდის განმავლობაში, აღწერა, როგორც “ტაქტიკური” და არა “ოპერატიული” გარღვევა, როგორიცაა მაგალითად დიდი ქალაქის აღება.
“პრინციპში, მტერს რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევია”, – თქვა მან. მან დასძინა, რომ ფრონტის ხაზი 3700 კმ სიგრძისა იყო, აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა 977 კმ-ზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთის წინსვლა ადამიანთა დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მიღწეული.
“მათი დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით დიდია”, – ხაზგასმით აღნიშნა მან. თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლიდან 31 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სირსკიმ ინტერვიუში ციფრი არ დაასახელა და თქვა, რომ ეს არის სენსიტიური საკითხი, რომლის გამოყენებაც მოსკოვს შეუძლია.
კომენტარები