რუსეთში, მოსკოვში მცხოვრებ მოქალაქეებს, უკრაინაში საბრძოლველად, რეკორდულ თანხებს სთავაზობენ, რაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჯარისკაცების შეგროვების კიდევ ერთი მცდელობაა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მიერ გაცემული განკარგულებით, მოსკოვის მცხოვრებლები, რომლებიც რუსულ ჯარს შეუერთდებიან, 1,9 მილიონ რუბლს, დაახლოებით 22 000 აშშ დოლარს მიიღებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინც შეთავაზებას დათანხმდება, “სამუშაოს” პირველ წელს, 5,2 მილიონ რუბლამდე თანხას, დაახლოებით 59,600 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
მათ, ვინც უკრაინაში საბრძოლველად წასვლის სურვილს გამოთქვამენ, შესაძლებლობა ექნებათ, ერთჯერადი ფულადი ანაზღაურება მიიღონ, დაახლოებით 5 000 –12 000 დოლარის ფარგლებში, დაზიანებებისთვის. ანაზღაურების ოდენობა დაზიანების სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი, დაახლოებით 34,150 დოლარის ოდენობის ფულად დახმარებას მიიღებს.
კომენტარები