თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გამოცემაც ადვოკატი, სანდრო ბარამიძე ეუბნება, რომ ჯონასი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ის ამბობს, რომ საქმეში რაიმე ხელშესახები მტკიცებულება არ დევს.
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ტედ ჯონასი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
კომენტარები