პოლიტიკოსი ეკა ბესელია მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
სანამ ჩაგერთვებოდით დრამატული ხმა მესმოდა მდინარაძესი. აი, ასეთი დრამატული ტონით და სხვათაშორის, ამ ბიჭს უნიჭოდ გამოსდის ეს, არ გამოსდის დამაჯერებლად, ყალბი რომ არის ეტყობა, მაგრამ სხვები ხომ აი ამ ლეგენდით ელაპარაკებიან, ახლა ხალხს. აი რაღაცა ხდება, შეთქმულების თეორია, მასონები გადმოდიან, რომ კობახიძს ლიკვიდაცია უნდოდათ, ეს არის ერთი ლეგენდა. გაუგონარი ენით საუბრობენ საერთაშორისო სამყაროსთან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ტვ პირველთან.
კომენტარები