ჟურნალისტი, ზურაბ ბაუჟაძე:
ხალხი კითხულობს როგორ შევიდეთ ბათუმში ისე საცობში რომ არ მოვხვდეთო.
ჰოდა, ახალციხე-ვალე-ართვინი-ხოფა-სარფი არ გამოდგება, რადგანაც იქედანაც საცობია ქალაქში.ერევანი-გიუმრი-ახალქალაქი-ადიგენი-ხულო-შუახევ-ქედიდანაც ხელვაჩაურის საცობში მოხვდებით.თბილისი-უფა-მოსკოვი-ბათუმი შეიძლება მაგრამ ორბის კოშკებთან გაეჭედებით.
ამ დროისათვის ყველაზე მოსახერხებელია ბულგარეთის ვარნას, ბურგასის და რუმინეთის საზღვაო ნავსადგურები. პირდაპირ ბულვარს ან ბათუმის ნავსადგურს მოადგებით და ტერიტორიულ წყლებში გემების საცობში არ მოხვდებით.
კომენტარები