რა შემთხვევაში გჭირდება მანქანის დაქირავება?
- მოგზაურობას თუ გეგმავ, ქირაობა საუკეთესო ვარიანტია, სწრაფიც.
- თუ შენი მანქანა გაუმართავია და სახელოსნოშია, ქალაქში სასიარულოდ შეგიძლია იქირაო სასურველი მოდელი.
- შენი მანქანა პატარაა? – იქირავე დიდი და შვილებთან, შინაურ ცხოველებთან და ნივთებთან ერთად, თავისუფლად შეგიძლია დასასვენებლად, თუ პიკნიკზე წასვლა.
- თუ გინდა გამოიმუშაო, ტაქსის სერვისით და მანქანა არ გაქვს.
- მნიშვნელოვან სტუმრებს უნდა დახვდე? ახალ პარტნიორებს შეხვდე? კორპორატიული ღონისძიებაზე, ან ქორწილში მიდიხარ? – რა მოდელის და როგორი მანქანით წახვიდოდი ყველაზე კომფორტულად?
მანქანების გაქირავების ბაზარზე კონკურენცია ძალიან გაიზარდა ბოლო დროს და ეს კარგია, მაგრამ ტკბილეულის უზარმაზარ მაღაზიაში რომ შედიხარ და შუც დაინახე, ბლომანჟეც, ტორტიც, და ათასნაირი ნამცხვარი, თუ შოკოლადები და ყველა გინდა და არ იცი, რომელი ააირჩიო და როგორ, დაახლოებით, ეგრე შეიძლება დაგეემართოს ავტომობილის ქირაობისასაც, ამიტომ ახლა
მოგიყვები, რას უნდა მიაქციო ყურადღება მანქანის არჩევისას:
პირველი, რასაც ყველა ყურადღებას აქცევს – ფასია და ეს ლოგიკურიცაა და ბუნებრივიც, განსაკუთრებით იმათთვის ვისაც აქამდე არასდროს დაუქირავებია მანქანა და არ იცის, რა ღირს კონკრეტული მოდელი. ყურადღებით წაიკითხე ტექნიკური მახასიათებლები და გაქირავების პირობები. დაიმახსოვრე, ფასზე გავლენას ახდენს მანქანის მარკა, მოდელი და დამზადების წელი.
ამის შემდეგ, შეამოწმე, რა ტიპის დაზღვევას გთავაზობს გამქირავებელი, სრული დაზღვევაა, თუ ნაწილობრივი? ხომ არ გემუქრება მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი ხარჯები.
არ დაგავიწყდეს, ქირა გამოითვლება დღიურად. თუ 28 საათში აბრუნებ მანქანას, იხდი ორი დღის ქირას.
ყურადღებით გაეცანი მანქანის დაბრნების წესებს, როგორც წესი, ყოველდღიური გარბენი მერყეობს 300–დან 500 კილომეტრამდე, ყოველ მომდევნო 100 კილომეტრზე, შეიძლება მოგიწიოს დამატებითი თანხის გადახდა.
შესაძლოა, ასევე, გამქირავებელი ითხოვეს მანქანის ინტერიერის საფუძვლიან რეცხვას და გაწმენდას და ამ პირობის შეუსრულებლობა ჯარიმდებოდეს,
გაარკვიე დეპოზიტის ოდენობა – ხშირად, მომხმარებელმა უნდა დატოვოს გარკვეული დეპოტიზი, რომელიც მას უკან უბრუნდება გაქირავების პერიოდის დასრულებისა და მანქანის დაბრუნების შემდეგ, სჯობს, წინასწარ იცოდე, უნდა დატოვო თუ არა დეპოზიტი და რა ოდენობის,
დრო – შესაძლოა, მაგალითად, ბათუმში გინდა მანქანის დაქირავება 20 ივლისს, მაგრამ აუცილებლად უნდა დააზუსტო საათიც, რათა იმ კონკრეტულ დროს დაკავებულ არ იყოს მანქანა და ლოდინი არ მოგიწიოს. შესაძლებელი, ღამის საათებში მოგიწიოს ქალაქში ჩასვლა და მანქანაც ღამის საათეებში დაგჭირდეს – შემდეგ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, დროზეც წინასწარ შეუთანხმდე.
მანქანის არჩევის კრიტერიუმები:
კონკრეტული მანქანის არჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე. თუ დიდ ჯგუფთან ერთად გეგმავ ხანგრძლივ მოგზაურობას, უმჯობესია აარჩიო მიკროავტობუსი. ამ შემთხვევაში, არ სცადო თანხის დაზოგვა, უმჯობესია აირჩიო ავტომობილის ყველაზე საიმედო და ახალი მოდელი სრული კომპლექტით და კომფორტით.
სატვირთო მიკროავტობუსის დაქირავება სჭირდებათ ასევე დიდი ტვირთის, ავეჯის ან სხვა ანალოგების გადაზიდვისასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ქირავნობის პერიოდი ჩვეულებრივ ხანმოკლეა და მთავარი კრიტერიუმია მანქანის ტევადობა და ღირებულებაა.
თუ გჭირდება მანქანით გადაადგილება ქალაქში, ჯობია პატარა მანქანით აირჩიო, ასეთი მანქანები მოიხმარენ მცირე რაოდენობით საწვავს.
მანქანის ტიპის არჩევის შემდეგ, ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექნიკურ მდგომარეობას და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს:
გულდასმით შეამოწმე კორპუსი, ხომ არ აქვს ნაკაწრები, ჩაღრმავებები და სხვა დაზიანებები. რათა, შემდგომში, უკან დაბრუნებისას, არ შეგექმნას პრობლემები.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე საქარე მინებსა და ბამპერებს.
საწვავი ავზი – შეამოწმე, სავსეა, თუ თითქმის ცარიელი და იცოდე, თუ დაბრუნებისას, ავზი საკუთარი ხარჯებით შეავსე, მასში დარჩენილი ბენზინი არ დაგიბრუნდება.
გახსოვდეს, ყოველთვის დარწმუნდი, რომ იყენებ სწორ საწვავს მანქანისთვის.
იკითხე, რეცხვა შედის ფასში? შესაძლებელია თუ არა მანქანის გაურეცხავი დაბრუნება?
იკითხე, არის თუ არა 24/7 მხარდაჭერის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი შეკითხვისთვის, მათ შორის ტექნიკური?
Ფრთხილად ატარე. გახსოვდეს, რომ შენ დატოვეთ ანაბარი. თუ გაქირავების დროს მიიღებ ჯარიმას, ვთქვათ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, გაქირავების კომპანია მას ჩამოაკლებს დეპოზიტის თანხას.
რა შემთხვევაში შეიძლება უარი გითხრან მანქანის მოქირავებაზე:
თუ მართვის მოწმობა ჩამორთმეული გაქვს.
თუ შენი დოკუმენტები დაზიანებულია და ცუდად იკითხება.
თუ არ გსურს ანაბრის გადახდა – ეს შეიძლება დამქირავებელმა აღიქვას, როგორც სურვილი დაზიანების ან დაჯარიმების შემთხვევაში, ზარალის არანაზღაურების.
თუ ნასვამი მიხვედი გაქირავების სერვისში – ხომ ხვდები, რომ შანსი არ გაქვს, მაგრამ გეტყვი, რომ თუ ფხიზელი, მაგრამ აგრესიული ხარ და ყველა დეტალზე ყვირი – ესეც ამცირებს შანსებს.
ვადაგასული დოკუმენტები.
მანქანის ქირაობისას. ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნიც ხდებიან, ჩამოგითვლი თაღლითობის ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს და გასწავლი, როგორ დაიცვა თავი:
თუ ხელშეკრულებას აფორმებ, გახსოვდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის დებულებები, რომლებიც ხელშეკრულებაში წვრილი ასოებით წერია და არ გამოტოვო.
ხელშეკრულებაში განზრახ რთულ ფორმულირებას კლიენტი ჩვეულებრივ გამოტოვებს ხოლმე, თუ ასეთს წააწყდე, მოითხოვე დაზუსტება.
შემოთავაზება, საჭირო მარკის მანქანის სავარაუდო არარსებობის გამო, დაადასტურო თანხმობა ახალ კონტრაქტზე ელექტრონული ფოსტით, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეთანხმების გარეშე, ასევე საეჭვოა და არ დათანხმდე.
თუ მანქანის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღნიშნავს საწვავის შეთანხმებულ რაოდენობას ბენზინგასამართ ავზში, სავარაუდოდ., მის ღირებულებასაც შემდგომ, შენ გადაგახდევინებს.
ავტომობილი ვიზუალურად ყოველთვის დაათვალიერე კარგად განათებულ ადგილას, შეამოწმე სავარძლები ხომ არ არის ამომწვარი, ხომ არ აქვს გარეგანი დაზიანებები – რათა შემდგომ, ორმაგის, ან სამმაგის გადახდა არ მოგიწიოს. აქვე გეტყვი იმასაც, რომ მცირე გარეგანი ნაკაწრი, ან დაზიანება, მოგზაურობაში ხელს არ გიშლის, უბრალოდ, მთავარია დაფიქსირდეს, რომ შენ არ დაგბრალდეს შემდგომ.
ზოგი გაქირავებისას ფასს ყოველდღიური გარბენის მიხედვით საზღვრავს, იშვიათია მსგავი შემთხვევა, მაგრამ საყურადღებო, ამიტომ, დააზუსტე, ხომ არ არის ლიმიტირებული ყოველდღიური გარბენი კონკრეტულ ფასად და გარბენის გადაჭარბების შემთხვევაში, არის თუ არა ჯარიმა და რა ოდენობი.
შენ შეიძლება, დარწმუნებული ხარ რომ მანქანას დათქმულ დროს დააბრუნებ, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინაა დაცული და იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე წუთით, ან რამდენიმე საათით დაგიგვიანდა მანქანის დაბრუნება, წინასწარ გაარკვიე, ამისათვის ძალიან მაღალი ჯარიმა ხომ არ გექნება გადასახდელი.
არარეალურად მიმზიდველი პირობები ძველი, არც თუ კარგად გამართული მანქანის იჯარისთვის, ასევე – კი, ფასი მომხიბვლელია, მაგრამ რა გაფუჭდება, რა დაგიჯდება რემონტი და რამდენად იქნება შესაძლებელი იმის დადგენა, რომ შენ არ გააფუჭე ესა თუ ის ნაწილი, რთული სათქმელია.
მსოფლიოში თაღლითობის ერთ–ერთი ყველაზე ნაცადი ხერხია ნაქირავები სატრანსპორტო საშუალების „ქურდობა“ და კი, უმეტესად, გამქირავებელი და „ქურდი“ ან ერთი და იგივე პირია, ან პარტნიორები არიან და ზარალის ანაზღაურებას კი შენ მოგთხოვენ, ამისგან საუკეთესო თავდაცვა – კარგი სადაზღვევო პაკეტია.
ხელშეკრულებაში თუ გხვდება ფრაზა – დაზღვევა შედის ქირის ფასში, – ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან, შესაძლოა ეს იყოს დაზღვევის მინიმალური პაკეტი, რომელიც მხოლოდ უბედური შემთხვევისგან გაზღვევს.
6 რჩევა – როგორ იქირაო მანქანა იაფად:
- წინასწარ განსაზღვრე, მძღოლით გინდა ქირაობა, თუ მძღოლის გარეშე, პირველი ვარიანტში, ცხადია, ფასი უფრო მაღალი იქნება, ამიტომ თუ არ გჭირდება ამ ტიპის მომსახურება, გილოცავ, შენ უკვე დაზოგე თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი და თუ მძღოლიც გჭირდება, მაინც გილოცავ, რადგან მანქანების გაქირავების ბაზარზე კონკურენცია კი გაიზარდა, მაგრამ გამოცდილი მძღოლის პოვნა ისევ პრობლემად დარჩა.
- თანხის დაზოგვის კიდევ ერთი საშუალებაა წინასწარ დაჯავშნო მანქანის ქირაობა – ამ შემთხვევაში, ფასდაკლებას აუცილებლად გამოკრავ ხელს.
- ეცადე შეარჩიო მანქანა რომელიც მცირე ოდენობით მოიხმარს საწვავს, ოღონდ, თუ ჯგუფისთვის გინდა მანქანა, ან მთაში წასასვლელად, ამ წესის გამოყენებას თანხის შესამცირებლად არ გირჩევ.
- მანქანის, რომელიც გაზზე მუშაობს, დაქირავება, ცოტათი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მანქანის, რომელიც ბენზინზე მუშაობს, მაგრამ, სამაგიეროდ, საწვავის ხარჯი იმდენად გიმცირდება, რომ ამ გზითაც კიდევ ცოტას დაზოგავ.
- ახალი მოდელის მანქანების ქირაობა ყოველთვის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, შედარებით ძველი მოდელების, ამიტომ, თუ ფასია მნიშვნელოვანი, შეგიძლია ცოტა ძველი, მაგრამ კარგად გამართული მოდელი იქირაო.
- მანქანა მექანიკური გადაცემათა კოლოფით უფრო იაფია ვიდრე ავტომატური.
მაგრამ, რაშიც არ უნდა დაზოგო, ეს კარგი დინამიკებია და თუ ექვსივე რჩევას გაითვალისწინებ და იაფად იქირავებ მანქანას, გირჩევ, ეს სასიამოვნო მუსიკის ფონზე გააკეთო.
და ბოლოს, აუცილებლად იქ შეარჩიე მანქანის გაქირავების სასურველი შემოთავაზება, სადაც კონკურენცია, სადაც მომხმარებელთა გამოხმაურებებია, ამ გზით, იქირაო იქ, სადაც ბევრი განცხადებაა თავმოყრილი, გარდა იმისა, რომ კომფორტულია, კიდევ ერთი ბონუსია ფასდაკლების მისაღებად და გამოიყენე.
(R)
კომენტარები