ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
მეგობრებო,ამ უწყინარმა, იუმორით გაჯერებულმა ვიდეომ,რომელიც დაიდო სასტუმროს გვერდზე, დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.მთელი ღამე არ წყდებოდა ზარები.აღმოჩნდა, რომ ბევრის სათქმელი ვთქვი.რა მოხდა ასეთი, რომ 45+ ქალები სასოწარკვეთილებაში წავიდნენ?არაფერი არ მოსწონთ, ყველაფერს აღიქვამენ მტრულად და აგრესიულად.ქმრების უყურადღებობა?უქმრობა?მუდმივი ღალატი?საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება?ნუთუ მართლა დაკარგული თაობა ვართ?შეკითხვები ბევრია, პასუხი ერთი- საკუთარი თავის დაკარგვა,არარეალიზებულობა, ან პირიქით, გამალებული თვითრეალიზაციის პროცესში უგულებელყოფილი პირადი ცხოვრება….საპირწონედ მოდის ლაღი,ზრდილი, ახალგაზრდობა,რომელიც არასოდეს გაიმეორებს დასტრესილი მშობლების შეცდომებს.უნდათ-უნდათ!არ უნდათ-არ უნდათ!და არანაირი თმენის ვალდებულება!ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, გამოსავალი არსებობს,მთავარია გავაცნობიეროთ, რომ რაღაც უნდა შევცვალოთდ ა ი ს ვ ე ნ ე თ!!!შ ე ი ყ ვ ა რ ე თს ა კ უ თ ა რ ით ა ვ ი!!!!ა ჩ უ ქ ე თს ა კ უ თ ა რთ ა ვ სნ ე ტ ა რ ე ბ ა,თ უ ნ დ ა ცკ ა რ ა ვ შ ი
კომენტარები