ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების პერიოდში ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, თუმცა აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ევროპელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით იქნებიან.
“მე ვერ ჩამოვალ, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს არჩევნები და როგორც ჩანს მეორე ტურიც იქნება. თუმცა, თუ ბიძინამ გადაწყვიტა არჩევნების მოპარვა, ნუ ინერვიულებთ, მე ჩამოვალ აუცილებლად და სხვა მეგობრებიც ჩამოვლენ. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის, რომ ეს არის თქვენი უკანასკნელი ბრძოლა. მე ვხედავ, როგორ იბრძვის ბელარუსი ხალხი თავისუფლებისთვის ბოლო 30 წელია, ვნახე იგივე ტენდენციები, იგივე რუსული მეთოდები და ვთვლი, რომ ეს არჩევნები საქართველოში შესაძლოა უკანასკნელი იყოს. ბაიდენის სიტყვები რომ გავიმეორო. დიქტატორები და მეფეები არ იგებენ, ხალხი იგებს. ამიტომ, თუ ქართველ ხალხს სურს მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახში, მაშინ თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი პოლიტიკური მიზნები.“- აღნიშნა პავილიონისმა.
კომენტარები