საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება.
როგორც დეკანოზ იოანე გორელიშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კლინიკაში პატრიარქი გეგმურ შემოწმებას იტარებს. მისივე თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში იმყოფება. გეგმური ვიზიტი აქვს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია”,– აღნიშნა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა.
„ინტერპრესნიუსი“
კომენტარები