ოლიმპიადაზე მოჭიდავეების ასპარეზობას ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი:
,,ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ასეთი ცუდი ოლიმპიადა ძნელი გასახსენებელია, რაც იმის პირდაპირი შედეგია, რომ ქართველი მოჭიდავეები საერთაშორისო სპორტული ასპარეზის ნაცვლად შიდა პოლიტიკურ გაწევ-გამოწევებში იჩენენ თავს.
ჭიდაობის ფედერაცია წლებია, ძმები გეგეშიძეების ხელშია, კორცხელის თავდასხმის ფიგურანტების. გეგა გეგეშიძე შეიძლება იქიდან გახსოვდეთ, მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს თავში რკინა რომ ჩაარტყა მაყურებლის და კამერების წინ, რის შემდეგაც ზურამ არა საქართველოს, არამედ სერბეთს მოუტანა ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის პირველობის მედლები.
მოჭიდავეებმა უნდა აირჩიონ ზონდერობა უნდათ თუ სპორტსმენობა. აეროპორტში და სადარბაზოებში ურჩევნიათ ჭიდაობა თუ ტატამზე. სანქცირებული პოლიტიკოსების აღიარება ურჩევნიათ თუ მსოფლიოს აღიარება და სპორტის ისტორიაში ჩაწერა. თან ბაბა და თან ჩიჩია არ გამოვა.”
კომენტარები