სილამაზის სალონების მომსახურების ფასი ლოგიკურია, რომ გაიზრდება – ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა, თამარ შარაშენიძემ იმედის დილის ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, სალონს უამრავი პროდუქცია სჭირდება მომსახურებისთვის და ეს პროდუქციაც სავარაუდოდ გაძვირდება, ამას მომწოდებლები ამბობენ.
„მე როდესაც ჩავატარე გამოკითხვა სალონებში, მათ 10-დან 20 პროცენტამდე ზრდა ივარაუდეს. თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია თავად ობიექტებს ექნებათ, რადგან მათ თავისი მარკეტინგის სამსახური და თვისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა უმრავლესობამ ეს პროცენტი დაგვისახელა“, – აღნიშნა თამარ შარაშენიძემ.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება.
კომენტარები