დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წერილს, სადაც მან მოახერხა და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისე ისაუბრა, რომ რუსეთი ერთხელაც არ ახსენა, სადაც წერს, რომ ჯარისკაცები და მოქალაქეები “ომს შეეწირენ”, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარებში წერენ:
სადმე რუსეთი, რუსები, რუსი, რუსმა, რუსს ან რამე მსგავსი ჩაგესვათ, მერო.
და ამ ყველაფრის ფონზე ,,რუსებს” სტუმართმოყვარეობით ვეგებებით
რუსეთი ოკუპანტია!!!
ომს კი არ შეეწირნენ, არამედ თავისუფლებას და ქვეყნის მომავალს !
საარჩევნო ფარისევლობა. რუსეთი ოკუპანტია. მას მთელი საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს დაკავებული. ასე გადმოაქვს საზრღვარი როცა არ დაეზარება და მთავრობა დუმს. ვეღარ შეაყრით ნაცარს თვალებში ხალხს. საქართველო გაიმარჯვებს.
ისე გამოაცხვეთ ეს პოსტი ერთგან არ ახსენეთ რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია.
ომს შეწირული კი არა, თავისუფლებას შეწირული ხალხია ეგ და სირცხვილია ასე დაწერა! ხერხეულიძეები და არაგველები რას შეეწირნენ? ხომ იცოდა ერეკლემ, 35000 არმიას 5000 კაცით რომ ვერ მოერეოდა? რაღას შეაკლა?
მაგ ომის დროს მმართველი პარტიის და მთავარსარდლის გვერდით იდექით და მოგვიწოდებდით, მათთვის მიგვეცა ხმა. გეთქვათ სიმართლე და დაგიჯერებდათ ხალხი.
სიტყვა “რუსეთი”-ს არ ახსენებთ ცოცხალი თავით. ომს შეწირული კი არა რუსეთის აგრესიის მსხვეპლები. აგრეთვე “რუსეთის მიერ ოკუპირებული ტეროტორიები”
ვინ მოახდინა ოკუპაცია, ვინ შეიწირა ეგ ხალხი? ჩიტმა?ეგ ვიღაცა, რო არ ახსენებთ არასდროს, 7 აგვისტოს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო შემონძრეული.
რუსეთი არ წამოგცდეს შემთხვევით ..
ომს შეწირული ? რა იყო სტიქური უბედურებაა? თქვი რომ ტერორისტული სახელმწიფოს -რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს შეეწირნენ.
2008 წელზე პოსტი დაწერო პოლიტიკოსმა და თან რუსეთი არ ახსენო მაგასაც მოხერხება უნდა …
ამოწყვეტილი მენახოს პუტინი და მისი მიმდევრები, იქაც და აქაც.დიდება გმირებს!
მტრის სახელი არსად ახსენოთ, არ გაღიზიანდნენ
დასაწყისში ერთი მთავარი სიტყვა აკლია: რუსეთთან!
ესენი სამშობლოს შეეწირნენ და შენ შეეწირები სიხარბეს.
კახი კალაძე 7 აგვისტოს ღრმა ძალით გეძინა რომ ვერ გაიგე ომის დაწყებაა?
ლომისაში რომ კაცი მოგვიკლეს და კრინტი არ დაგიძრავთ, მთელი მთავრობა კი ახალგზარდების ცემით და გაშავებით ხართ დაკავებული, ეგ მშვიდობა არ დაგეკარგოს არსად, შოვის ტრაგედიაც თქვენს კისერზეა, შადრევანი დენს გვირტყამს და დილამდე შემიძლია თქვენი ბოროტების ჩამოთვლა თქვე მანიაკებო.
მაგრად განიცდის ოცნების პარტია ამ ყველაფერს….ფსიქიკა შეერყათ და მილიონების კეთებით იმშვიდებენ თავს.. თქვენ ერის და ქვეყნის დარდი არ გქონდეთ მეტი თქვენი…..
კომენტარები