რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ გმირს, ბონდო გაგნიძეს, საქართველოში 14 აგვისტოს, 05:00 საათზე ჩამოასვენებენ. ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. ბონდო გაგნიძე ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს. 47 წლის ქართველ მეომარს თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა პატივი კიევის საკათედრო ტაძარში მიაგეს.
კომენტარები