ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოფიციალურად შეუერთდა.
„გილოცავთ დიდგორობას და 26-ში საღამოს ისეთივე განწყობაზე უნდა ვიყოთ, როგორ განწყობაზეც ქართველებს დიდგორის დასრულების შემდეგ ჰქონდათ. ვიცი, რომ მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით, მეგობრები კი გავახარეთ. მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, შემდეგ ვიმსჯელეთ, შევხდვით ცოტახნისწინ ერთმანეთს და ვთქვით, რომ ახლა შერიგების, ერთად დადგომის დროა. რატომ ვდგებით ახლა ერთად? თავიც, შუაც და ბოლოც არის ჩვენი სამშობლო. ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ, ქვეყანას გვიყიდიან. ის ხალხი, რომელიც ქვეყანას მოაჯდა თავს და ლაჯებში ამოდო ქვეყანა და გაუტკბათ ამ ქვეყნის ძარცვა, იმდენად არ ეთმობათბ ეს ყველაფერი, რომ მზად არიან, სამშობლო გაგვიყიდნო..
ამიტომაც მეც ჩემს თავში და მამუკამაც საკუთარ თავში დავამარცხეთ წყენა, რადგან არ გვაქვს უფლება, მარტო იმ ეთერში ვიყოთ ჩარჩენილები. ახლა იმის დროა, რომ ერთმუშტად შევიკრათ და დავიგვირგვინოთ 26 ოქტომბერს და ამათ ვაჩვენოთ, მართლა ვისია საქართველო. სწორედ ამიტომ ვდგავართ აქ, იმიტომ ჩამოვართვით მე და მამუკა ხაზარაძემ ერთმანეთს ხელი. ამისთვის ვართ აქ, რომ ბოლომდე გავიტანოთ, ლელოც დავდოთ და გავიმარჯვოთ, ყველას ვუთხრათ, რომ საქართველო იქნება ძლიერი”, – განაცხადა ელისაშვილმა.
კომენტარები