პატრიარქი ქობულეთის რეზიდენციაშია დასასვენებლად და რადგან დრო მეტი ჰქონდა და შესთავაზეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევების გაკეთება, დასთანხმდა – ამის შესახებ პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
„აქ რომ ჩამობრძანდებოდა, ჩვენ უნდა წაგვეყვანა. იანვრის ბოლოს, თებერვალში ყოველთვის გეგმიური გამოკვლევები უტარდება. ახლაც იყო ეს დაგეგმილი, თუმცა, ვინაიდან იქ შესთავაზეს, ჩვენც დავთანხმდით, აპარატურაც კარგი აქვთ.
არანაირი ჩივილი არ ჰქონია. ჩვეულებრივ, როგორც არის ხოლმე, ხან წელი სტკივა, ხან ფეხები. ახალი ჩივილი მას არ ჰქონია“, – ამბობს ექიმი.
კომენტარები