საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი გარეთ უორდი იქნება – უცხოელმა დიპლომატმა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებას.
კომენტარები