მწერალო ნესტან ნენე კვინიკაძე ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიას ასე ეხმაურება:
,,ერთხელ გამოძახებულმა ელექტრიკოსმა მუშაობის დროს მითხრა: წყნეთში ერთ ოჯახში დენის ჩასაჭრელად გამაგზავნეს;ფიცრულის კარი ბავშვმა გამიღო და იქვე დავინახე ლოგინადჩავარდნილი ბებიაო. ვერ ჩავჭრიდი დენს იქ, სადაც ელექტროქურაზე საჭმელს პატარა ბიჭი ამზადებსო. ამ კაცს ხელფასიდან თანხა ჩამოაჭრეს. გაბრაზდა და სამსახურიდან წამოვიდა.
მითხრა:აღარ მიდარდია. სხვა შემთხვევაში ღამე რა დამაძინებდაო.“
შეგახსენებთ, ზუგდიდში ხანძარი, სავარაუდოდ, სანთელმა გააჩინა. ოჯახს გადაუხდელობის გამო დენი ჩაჭრილი ჰქონდა და დედამ შვილებს ანთებული სანთელი დაუტოვა.
ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა
კომენტარები