ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,ერთხელ სადღაც ვთქვი და გავიმეორებ. ბიძინას რუსული რეჟიმის ხელში ნამდვილი სიკვდილი ფიზიკურად სიკვდილის მერე იწყება, როცა ხელისუფლება მიცვალებულებისა და ჭირისუფლების წინააღმდეგ ყველაფერს იკადრებს.
ყველაფერში ბიძინაა. როგორც ერთხელ მისმა მონამ მოგვახსენა, ბალახშიც კი ბიძინაა. იმ სუსის არარაობა ,,ექსპერტის” სტატუსშიც ბიძინაა. ბიძინას მორალით დაიწერა და ამას დაევალა გამოქვეყნება. ეგეთია ყველა, ვინც მაგ რეჟიმს ემსახურება, რადგან ბიძინაა ეგეთი.
ეს საძაგლები ეგრევე დაეტაკნენ ქალს, რომელსაც ორი შვილის დაეწვა. ეს რუსი გარეწრები. ამათი ფსიქოლოგია იცით, როგორ მუშაობს ? ბარბარე რაფალიანცის ამბავი ხომ ამორალურად გამოიყენეს არჩევნების წინა ღამით ისე, რომ ხალხმა არაფერი იცოდა და ვერც ეცოდინებოდა იმ მომენტში, რა და როგორ მოხდა სინამდვილეში. იმ პარადიგმაში არიან ახლაც. სულ ჩრდილები და შიშები დაჰყვებათ, რადგან თავად ყველაფრის მკადრებლები არიან. ინსტინქტის დონეზე აქვთ. აღარ გავიხსენებ აქ სხვა ამბებს, როცა ზუსტად იგივე აკეთეს.
სამძიმარი არ უთქვამთ – ეგრევე მტრად დასახეს, საშინელებებს უწერენ და მიწასთან ასწორებენ.
ორი შვილი მოუკვდა ქალს. რატომ ებრძვი ფეისბუქზე ! ბაობაბის იქით არაფერი რომ არ გაინტერესებს, ამ ქალს რატომ თელავ ! ,,გლობალური ომის პარტიაა” ის ქალიც ალბათ, რომ ასე ოპერატიულად მოსპოთ.
შეუძლებელია არ გაცოფდე, მაგრამ მშვიდად უნდა დავუსვათ წერტილი 26 ოქტომბერს ამ ბოროტ კაცსა და მის რუსულ რეჟიმს. ჩვენს ხელშია ამათი ისტორიული განაჩენი.”
კომენტარები