სოციალურ ქსელში, ჯგუფში, ფსიქოლოგიის მოყვარულები, ანონიმური წერილი ქვეყნდება:
ისეთ კაცთან იქნებოდით, ვისაც სექსი არ უყვარს? იმპოტენტი არ ვარ, პირიქით, საკმაოდ მაღალი ლიბიდო მაქვს, მაგრამ იდეაში რასაც სექსს ეძახის ადამიანთა უმეტესობა, ეგ უბრალოდ არ მიყვარს. ამას თავისი მიზეზები აქვს, ერთ პოსტში ვერ ჩავატევ, ფსიქოლოგთანაც ვიყავი (არაერთხელ), სექსოლოგთანაც, მაგრამ არ ვიცვლები ამ მხრივ. არც კაცები არ მიზიდავს (ოდნავაც კი). რამდენად შესაძლებელია ჩემნაირ კაცთან ურთიერთობის ქონა და შენარჩუნება (29 წლის ვარ).
ვინც ვერ გაიგო იმათთვის:
ლიბიდო არის სექსუალური ენერგია და არა უშუალოდ კონკრეტულად რამის სურვილი. სექსუალური ენერგია ბევრნაირად შეიძლება “დაიხარჯოს”, არა უშუალოდ კონკრეტული აქტის სახეებით. ის რომ სექსის სტანდარტული ფორმები არ მომწონს, არ ნიშნავს, რომ ქალები არ მიზიდავს ან ვნება არ მაქვს.
კომენტარებში, წერილის ავტორს, პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება და წერს:
თქვენ ამ მესიჯით ქალების მიტყუება გინდათ?
წერილის ავტორი:
–კი ბატონო შალვა, თქვენც ცადეთ, იქნებ ამომრჩეველზეც იმოქმედოს
შალვა ნათელაშვილი:
–ვცდი, ვცდი აუცილებლად
კომენტარები