გამოცემა “სოვას” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მიერ რუსული “ეფ ეს ბეს” აგენტად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორი ორ თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს.
“პირველების” ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე ორბელიანების სასახლის ირგვლივ არსებულ რეტრო კაფეში შენიშნეს.
ამ დროისთვის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრი დაცვის თანამშრომლებით არის გადაჭედილი, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ფარცხალაძე საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება.
ამასთან, “პირველები” ექს პროკურორის უახლოესი გარემოცვის წევრს, მერაბ ჭიქაშვილს ესაუბრა.
,,მოდი დავიწყოთ იქიდან, თქვენ რატომ უნდა გითხრათ, მე ვის შევხვდი და ვის არა, და მეორეც, ახლა არ არის ის დრო, რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ. დღეს ფერიცვალობაა და მორწმუნე კაცი აღვნიშნავ ტაძარში და არ მცალია, თან თქვენი საქმეც არ არის”, – ამბობს მერაბ ჭიქაშვილი.
კომენტარები