გახარიას გუნდის წევრი, ნათია მეზვრიშვილი განცხადებას ავრცელებს:
,,ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას.
მაგრამ, მიხარია, რომ გამოვიცანი, რომ ტყუილსაც იკადრებდით :)))))
პროკურტურაში მივედი, გამოძიება დაწყებული არ ჰქონდათ. არადა განცხადებები შეიცავს დანაშულის ნიშებს და პროკურატურა ვალდებულია ავტომატურად დაიწყოს გამოძიება. მეტიც, მე რომ არ შემეტანა, თავად უნდა დაეწყოთ. მაინც მივედი – პატივს ვცემ ინსტიტუციას და საჯარო მოხელეებს. ნაცვლად გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისა, მოითხოვეს მონაწილეობა გასაუბრების პროცედურაში, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ეს უკანონო პროცედურა სჭირდებოდათ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ხელის დაფარების გასამართლებლად. ბუნებრივია, ამის საშუალება არ მივეცი.
შევადგენინე კანონიერი ოქმი, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირე მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე და გამოვხატე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის (ანუ კანონიერ პროცესში მონაწილეობის) მზაობა. ოქმში ბუნებრივია, არ ჩავაწერინე ის, რაც უნდოდათ (რომ დამეფიქსირებინა უარი ინფორმაციის მიწოდებაზე).
ასევე, მოვითხოვე გამოძიების დაწყებაზე დასაბუთებული, წერილობითი უარი.
მოგიწოდებთ, გამოაქვეყნოთ ოქმი (რომელზეც ჩემი ხელმოწერა) და ველოდები წერილობით პასუხს გამოძიების დაწყებაზე უარზე.
საზოგადოებას შევახსენებ, დღეს პროკურატურამ უარი თქვა კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე – დანაშაულზე რეაგირებაზე და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იქცა ყველა შემდგომი ძალადობის თანამონაწილედ.”
კომენტარები