კავკასიური სახლის წევრი ლევან ლორთქიფანიძე:
,,ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, 1959-2000 წლებში ძვირფას ფიდელ კასტროს 634-ჯერ დაესხნენ თავს.
კომენდანტეს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის… მისი გამოსვლები უსაშველოდ დიდ ხანს გრძელდებოდა ხოლმე, ხანდახან 12 საათი საუბრობდა მრავალრიცხვოვანი აუდიტორიის წინაშე, ხალხი ცეკვავდა, მიირთმევდა, სეირნობდა, ის კი არ ჩერდებოდა!
არაფერი მსმენია იმის შესახებ, თუ თავდაცვის რა საშუალებებს იყენებდა საჯარო გამოსვლების დროს.
მაგალითად, მაინტერესებს, ჰქონდა თუ არა კუბის ლეგენდარულ ლიდერს უზარმაზარი დაჯავშნილი კოლბა?
თუ გულადი მოღვაწისთვის მაინცდამაინც შესაფერის საქციელად არ მიაჩნდა სქელი მინის აღმართვა მასსა და ხალხს შორის, ამიტომ სხვა მეთოდებს იყენებდა…”
კომენტარები