ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
,,ქოცის პორტრეტი:
ბენზინის ფასიდან ლარი მთავრობას მიაქვს – მოვალთ და გაიაფდებაო. მოვიდნენ და თითქმის 2 ლარით გაძვირდა.
წყლის, დენისა და გაზის გადასახადი განახევრდება როგორც კი აგვირჩევთო და მალე ლამის გაორმაგდა.
უფასო ფული გექნებათო და საპენსიო რეკეტი დააწესეს კანონით, რომლითაც უფასო ფულს – მილიარდებს – ივანიშვილი იღებს გაჭირვებული ხალხისგან.
კარტელური გარიგებები არ გვინდაო და დღეს მართლა რეჟიმთან ჭიპლარით მიბმულ რამდენიმე მსხვილ ჯგუფს აქვს გადანაწილებული ყველა დიდი ბიზნესი.
ბიუჯეტს ჯარიმებით ავსებენო, ხაოდნენ. დღეს ჯარიმები გახუთმაგებულია, ამოღება – კაბალური. პარკირებაზე 10 ლარი იყო ჯარიმა, 50 ლარი გახდა. ხშირად, არც სმს-ი მოდის, არც საჯარიმო ქვითარი გვბარდება – პირდაპირ აღსრულება გვადგება, 180-ლარიანი ყადაღით.
ელიტური კორუფციაა ქვეყანაშიო და, რაც მოვიდნენ, კორუფცია აფეთქდა. დიდმა, აქამდე უნახავმა, ახლა კი უკვე სრულიად არაელიტურმა, უტიფარმა და ხილულმა კორუფციამ დაისადგურა ყველა რეგიონსა და სფეროში.
მიშა ფრონტის ხაზიდან გაიქცა მტრის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე, ეს როგორ იკადრა მაგ კურდღელმაო და აირჩიეს ეს სულით ჩია ლაჩარი, რომელიც არათუ საოკუპაციო ხაზთან ერთხელაც არ მისულა, არამედ მშვიდობიანობის დროს საკუთარ ხალხს ტყვიაგაუმტარი შუშის უკნიდან ელაპარაკება.
ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მოსაბეზრებელია.
26 ოქტომბერს ეს ლაქა უნდა ჩამოვირეცხოთ.”
კომენტარები