პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს:
,,სპორტული” აღნაგობის და…
თან
შეზღუდილი გონების
მონებით გარშემორტყმული,
ბიძო თავს იცავს ბრონებით…
აღარ ენდობა არავის…
შეცდომით დამდებს ფსონების,
უკვე ფეხებზე ჰკიდია
პატრონს, დიდძალი ქონების
საჩხერე-ჭიათურები,
ამბროლაური-ონები…
ახლა გრძნობს, რომ შეუმცირდა პოლიტიკური წონები…
ბაობაბებიც გაუხმა
რარიგად ნაპატრონები…
პროცესის განვითარების მისგან აღქმული ფონებით,
ბეჩავს შიშები იპყრობს და თუთიყუშ-იადონებით
ცხადშიაც კი ეზმანება ვარდის წითელი კონები…
არადა, მოსკოვს უკრები
უკვე უტევენ დრონებით…”
კომენტარები