პარალმენტის წევრი, რომან გოცირიძე:
,,როგორც საქართველოს კომერციული ბანკების კომენტარებიდან ჩანს ( რასაც ჯერჯერობით მხოლოდ რუსული პრესიდან ვეცნობით), რუსული საანგარიშწორებო სისტემის “ზალატაია კარონას” მუშაობა საქართველოში შეფერხებულია ტექნიკური მიზეზების გამო. ამაში იგულისხმება ის ფაქტი, რომ ამერიკული სანქციების ქვეშ მოჰყვა ის საანგარიშსწორებო ცენტრი, რომელიც რუსულ ბანკებს, მათ შორის “ზალატაია კარონას” ემსახურება. ამ კომენტარებიდან ჩანს, რომ ამ სწარაფი გზავნილების რუსულ სისტემასთან კვლავ გააგრძელებენ ურთიერთობას ე. წ. ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ.
სინამდვილეში, “ზალატაია კარონა” აქამდეც იყო ასაკრძალი, მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკის დაუდევრობისა თუ სხვა მიზეზების გამო ეს არ მომხდარა. ეს ორგანიზაცია არღვეს საწართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ, იგი საქმიანობას ეწევა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს მისი საქმიანობა საქართველოში.”
კომენტარები