საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მთავრობის წევრები მართლაც იმყოფებოდნენ საპატრიარქოში შეხვედრაზე, სადაც ისინი უშუალოდ მეუფე შიოს შეხვდნენ.
მამა ანდრია უარყოფს, რომ მთავარი მომლაპარაკებელი საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი იყო, თუმცა არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო პრემიერი ირაკლი კობახიძე და აცხადებს, რომ ეს იყო მთავრობის წარმომადგნელი:
ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს უფრო გამყარებული, რომ სწორედ ამ მიმართულებით, რაც შეეხება ფასეულობების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების დაცვას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი. თვითონ ფორმულირებას რაც შეეხება, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული და არც ესე მკაცრად არ დგას საკითხი. არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ მთავრობას ჰქონდეს სურვილი და განზრახვა ეკლესია თავად დაიმორჩილოს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.
კომენტარები