,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,თუ რეჟიმის დამარცხება გვინდა, უკან დასახევი ხიდები უნდა დავწვათ. მე დამწვარი მაქვს. და როცა ძალიან ჭკვიანები, თადარიგიანები, განსწავლულები და საქმეში ჩახედულები ბოლო დროს ხშირად გვაფრთხილებენ, რომ სათადარიგო გეგმა უნდა გვქონდეს, მაგალითად როგორ გავიქცეთ ქვეყნიდან, სამ ასოზე ვუშვებ. განა იმიტომ, რომ გიჟი ვარ და ვერ ვხედავ იმ უმძიმეს სცენარებს, რაც ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. ზუსტად ვიცი, რომ ქოც/რუსების გამარჯვების შემთხვევაში აქ არა რაღაც გაურკვეველი ჰიბრიდული დემორატია და ისე–რა ავტორიტარიზმი, არამედ გავარვარებული რუსული მმართველობა იქნება. უბრალოდ, ისიც ზუსტად ვიცი, რომ რეჟიმის მთავარი მოკავშირე ადამიანების თავისუფალი ნების დათრგუნვა, შიში და პანიკაა. ვერ დავუშვებ, რომ ივანიშვილ–კობახიძე–ოხანაშვილ–ზარქუების მეშინოდეს. თუ ეს დავუშვი, ისეთი გვამი ვიქნები, სადაც გინდა იქ გადამდონ, აზრი აღარ ექნება არსებობას. ვერც იმის გაფიქრებას დავუშვებ, რომ ამ დიდებულმა ქვეყანამ შეიძლება არარაობა ჩამიჩი ივანიშვილის ხელში დაასრულოს არსებობა. ვისაც გვჯერა, რომ ამათ გავა@მევინებთ 26–ში, გაგვატარეთ. ვისაც არ გჯერათ, ჩუმად გაიპარეთ და პანიკას ნუ დათესავთ. (პოსტი სირცხვილიაზე არ არის, უბრალოდ სირცხვილიამ შთამაგონა).”
კომენტარები