პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგები ყალბია:
„აქ ვისმენდით იმ განსხვავებული საქართველოს შესახებ, რომელიც არ არსებობს და ისეთივე ყალბია, როგორიც თქვენი ლოზუნგები საარჩევნოდ… როცა საუბრობთ მშვიდობაზე, როცა საუბრობთ ევროპაზე, ამ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებით, თქვენ თვითონ თქვით უარი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე; თქვენ თვითონ თქვით უარი სუვერენიტეტზე, რომელსაც ახლა კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აყენებთ. თქვენ თვითონ თქვით რეალურ ნამდვილ მშვიდობაზე უარი, იმით, როდესაც თქვენ ერთის მხრივ დასავლეთი მტრად გამოაცხადეთ, ოკუპანტ რუსეთთან საქართველოს მარტო ტოვებთ და საკუთარ ხალხს უცხადებთ ომს იმ განცხადებებითა და ქმედებებით, რომელსაც ამდენი ხანია ქართველი ხალხი ისმენს. ამიტომ ის ილუზიები, რომელსაც თქვენ სთავაზობთ ხალხს, ყალბია. ამასთან დაკავშირებით პასუხს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან აუცილებლად მიიღებთ.”
კომენტარები