,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,ბევრი მეკითხება ვიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში?
არა!
3 თვეა რაც სპორტის გარდა არაფერზე დამიპოსტავს და ფაქტობრივად ჩამოვშორდი პოლიტიკას, ის ხალხიც, ვინც წლობით მლანძღავდა ასევე გაჩერდნენ…
2021 წლის მრავალრიცხოვანი აქციების შემდეგ, სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს რომ ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო” ანგარიშგასაწევი ძალა არ ყოფილიყო… თავის ნასედკებს აწერინებდნენ ცილისწამებებს და სალანძღავ სტატუსებს და ვიდეოებს, დამბლოკეს მედიაში, შემიზღუდეს ფეისბუკი, შეგვიქმნეს კლონები და სხვა ბევრი რამ.
ფინანსები და მედია არჩევნებში დიდ როლს ასრულებს და ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა შეუძლებელი იქნებოდა. არჩევნებში მხოლოდ მონაწილეობის მიღება, შედეგის დადების გარეშე კი არასწორია.
სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას, ისევ ის პოლიტაფერისტები ურჩევნია, ვინც კოვიდ,ტერორის დროს ბოროტების სამსახურში იდგა, ან ჩუმად იყო.
შესაბამისად, როდესაც ირგვლივ სრული ქაოსი და ფსიქოზი სუფევს, ალბათ ჯობია განერიდო.
მადლობა იმ ხალხს, ვინც მხარს მიჭერდა და გვერდში მედგა 12 წლიანი საზოგადოებრივი მოღვაწეობის დროს. ამ პერიოდში შევძელი: 45 კანონპროექტის დაწერა და 7 მათგანი კანონად იქცა (მათ შორის 3 ჩაიწერა კონსტიტუციაში), ფერეიდნელებისთვის 12 პროექტის ჩატარება და კოვიდ,ტერორის წინაღმდეგ ჩატარებული14 აქცია და სხვა…
მე რაც შემეძლო გავაკეთე, რა თქმა უნდა შეცდომებიც დავუშვი, თუმცა მუდამ სწორი გზით ვიარე და დღემდე საკუთარი პრინციპების ერთგული დავრჩი.
ხალხში არ დაფასდა, მაგრამ იმედი მაქვს ჩემი საქმიანობა ზეცაში დაფასდება, რადგან როგორც დაწერილია: “დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.”
კომენტარები