ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
შენობა 250 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა ორი დარბაზი, რომელიც კალათბურთს, ფრენბურთს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს დაეთმობა.
შენობაში მოწყობილი იქნება სველი წერტილები, გასახდელები, საშხაპეები.
კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 680 538 ლარით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
(R)
კომენტარები