3 სექტემბერს, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი ფეიქრებთან სამუშაო პლატფორმას შეეჯახა – ავარიის შედეგად საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ერთ-ერთი ლაშა ცაგარეიშვილია. ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყენბს და წერს:
,,აი ეს ანგელოზი ბიჭი ემსხვერპლა ავჭალა – დიდუბის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას.
გული მეწვის ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს რკინიგზას.
საწყალი ბიჭი 2 თვის წინ ქორწილი ქონდა”
გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან:
„ადამიანო პოზიტივო, სიკეთევ, ჩვენო მეგობარო. მშვიდად განისვენე”.
„როგორი ბიჭი დავკარგეთ, უფალს ებარებოდე მხიარულო და გამორჩეულად ჭკვიანო”.
„რა პატარა ასაკიდან გიცნობ, გული მტკივა. სიკვდილო, კიდევ რამდენ დედას უნდა წაართვა შვილი? შეხვედრამდე „ადამიანო”,- წერენ სოციალურ ქსელში.
კომენტარები