“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება:
“ზოგადად, ოპოზიციას რომ მღელვარება და “ტემპერატურის აწევა” უნდოდეს წინასაარჩევნოდ, ამაში დაუშვებელი არაფერია და გამორიცხულიც არაფერი არ არის, მაგრამ ის, რომ ისინი დააორგანიზებენ ერთმანეთის ცემა-ტყეპას ისე, რომ ხელისუფლება ვერ გახსნის ამ დანაშაულს, “ტემპერატურა აიწევა” და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება, მაგის არ მჯერა, რა თქმა უნდა. რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ, ან ერთმანეთის ცემა შეუკვეთონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. უფრო მგონია, რომ შეიძლება, ხელისუფლება აპირებდეს ამას და შემდეგ დანარჩენებისთვის დაბრალებას“
კომენტარები