გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილს მიმართავს:
,,გუშინ და დღეს გაყოყოჩებულ შალვა პაპუაშვილს ნახავდით. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ პროკურატურის მიერ მის მიმართ გამოძიების დაწყებაზე ზეპირი უარის შემდეგ თავი ქუდში აქვს.
შალვა პაპუაშვილო, მოგატყუეს. დღეს ოფიციალურად მივმართე გენერალურ პროკურტურას მოთხოვნით: ან გადმომცენ არგუმენტირებული, სამართლებრივად დასაბუთებული წერილობითი პასუხი, სადაც დეტალურად ახსნიან რატომ ვერ დაინახეს ძალადობისკენ მოწოდება, ან დაიწყონ გამოძიება, რასაც მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს.
თუმცა, არც წერილობითი უარი გიშველით. იმიტომ, რომ ძალადობისკენ თქვენს მოწოდებას ხანდაზმულობის ვადა მინიმუმ იმდენი აქვს, რომ ხელისუფლების ცვლილება და მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის რეფორმირება მოესწრება. ამიტომ, ნუ იქნებით მშვიდად და გაემზადეთ სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის (სააკაშვილის მსგავსი პროცესის იმედი ნუ გექნებათ. მე მერაბიშვილის მსგავსი პროცესების გამოცდილება მაქვს). ან, როგორც დაგეგმილი გაქვთ და თქვენს სატელიტებს „ეჩალიჩებით“, შეიხეთ ამნისტია.
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia თქვენ კი, ალბათ, აცნობიერებთ რომ თითოეული უმოქმედობით სულ უფრო მძიმდება თქვენი როლი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ძალადობაში და ძალადობის მუქარაში.”
კომენტარები