საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე:
,,როდესაც ადამიანებს, თანამდებობის პირებს და მათი ოჯახის წევრებს მიზანმიმართულად, პოლიტიკური შეკვეთით, საჯაროდ, წინასწარგანზრახვით და ტელევიზიების ხელშეწყობით აყენებენ შეურაცხყოფას, ამყოფებენ საინფორმაციო ტერორში და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს, საკანონმდებლო ორგანო არ იღებს კანონებს და მეტიც-არ თვლის საჭიროდ რეაგირებას, ვაითუ დასავლელმა პარტნიორებმა ვერ გაგვიგონო-ვღებულობთ იმ საგიჟეთს, რომელიც გვაქვს.
საოცრებაა-შეურაცხმყოფელი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ხოლო ის, ვინც პასუხს სთხოვს პროვოკატორს-ისჯება.
არადა, ელემენტარულია-საჯაროდ მიყენებული შეურაცხყოფის შემთხვევაში, {მაგალითად, როცა ადამიანს ეძახიან მონას, მოღალატეს, რუსს, მექრთამეს, და ა.შ.) ის უნდა დააკავონ, სასამართლომ დაუყონებლივ განიხილოს მისი საქმე, როგორც ეს ხდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო და პირველი დარღვევის დროს დააჯარიმოს სოლიდური თანხით, ხოლო რეციდივისას შეუფარდოს პატიმრობა.
იგივე უნდა ხდებოდეს სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფის გამო.
გარწმუნებთ-უცებ გაუჩნდებათ ზრდილობიანი ქცევის მოტივაცია.
ეს დაუსჯელობის სინდრომი აშკარად რყვნის საზოგადოებას, მისი ნორმალური ნაწილი არის სხვადასხვა სადაზვერვო პროპაგანდის მიერ აგრესიულად ზომბირებული ხროვების ბულინგის მსხვერპლი.
ლანძღვის, ცილისწამების, საინფორმაციო ტერორის თავისუფლება დემოკრატია კი არა -ქაოსია.
ვერა და ვერ დავიდა ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის ტვინამდე.
ერთგვარად შეუყვარდათ კიდევაც ეს პათოლოგიური მდგომარეობა, მოსწონთ სხვას როგორ ამცირებენ -გულს იფხანენ ამით. არადა ფხანა ქეცმა იცის, როგორც ილია ამბობდა, რომელიც ალბათ ძალიან დაღონდებოდა, დღევანდელი გულის გაქეციანების უზარმაზარი მედია- ინდუსტრია რომ ენახა.”
კომენტარები