თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს – საბაჟო-გამშვებ პუნქტნ “თბილისის აეროპორტიდან” საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია ამოიღეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, პროდუქცია რამდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული, რომლის საბაჟო ღირებულებამ ჯამურად 24344,98 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კომენტარები