“ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გეგმა სისრულეში კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში მოიყვანა.
ერთადერთი დაპირება, რასაც ამ 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ასრულებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დაპირებებია. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ყველას დაგვიჭერს და კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, რომ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ვცემთო, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იქნებაო. დამთავრებული არ ჰქონდა, როცა რამდენიმე საათში საკრებულოს 2 წევრის დაპატიმრებასა და მოტაცებას ვუყურეთ. რასაც დაგვპირდნენ იმის შესრულება დაიწყეს. არავის ამის არ ეშინია და ფაქტია ეს იქნება ყველაზე მძიმე საარჩევნო პერიოდი და ეს იდეების ჭიდილი და პროგრამებით პაექრობა არ იქნება“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კომენტარები