პირველი ჩინელი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა და გამოჯანმრთელდა, მკურნალობის პერიოდს და მის მდგომარეობას იხსენებს. იგი ამის შესახებ უცხოურ გამოცემა „Dailymail“-თან საუბრობს.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, 23 წლის ჰუანგი თავდაპირველად საავადმყოფოში თავის ტკივილის გამო წავიდა. იგი ქალაქ ვუჰანში ცხოვრობს და ზღვის პროდუქტების ბაზართან ახლოს, მატარებლის სადგურზე მუშაობს.
მისი თქმით, მან პირველადი სიმპტომები 24 დეკემბერს იგრძნო და მეორე დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა. იგი ფიქრობდა, რომ ჩვეულებრივი გაციება იყო, რის გამოც სამსახურიდან გაეთავისუფლა და ადგილობრივ საავადმყოფოში წავიდა.
ექიმებმა მას პენიცილინ G ინექციები და გარკვეული მედიკამენტები დაუნიშნეს, მაგრამ მისი ჯანმრთელობა სამდღიანი მკურნალობის შემდეგ არ გაუმჯობესდა. 1 იანვარს მან კიდევ ერთხელ მიაკითხა საავადმყოფოს, რის შემდეგაც ექიმებმა ეჭვი პნევმონიაზე მიიტანეს.
როდესაც ექიმებმა გაიგეს, რომ იგი ზღვის პროდუქტების ბაზართან ახლოს მუშაობდა, გადაწყვიტეს მისი გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსული პაციენტების უმეტესობა მკურნალობს.
როგორც ჰუანგი ამბობს, ის იმდენად ცუდად იყო, რომ ვერ დადიოდა და ჟანგბადის მიწოდება სჭირდებოდა.
„მე პირველი ვიყავი, რომელიც გამოჯანმრთელდა კრიტიკული მდგომარეობიდან და საავადმყოფოდან წამოვიდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვარ“, – თქვა მან.
დღეს ჩინელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ იპოვნეს ვირუსის ეფექტურად მოკვლის გზები.
ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ექსპერტმა ლი ლანჟუანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კორონავირუსი 30 წუთში დაიღუპება 56 გრადუსიან ტემპერატურაზე.
ცნობისთვის, ჩინეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 500-მდე ადამიანია დაავადებული. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.
კომენტარები