რა არის Real-World Assets (RWA) ანუ რეალურ სამყაროსთან დაკავშირებული აქტივები?
Real-World Assets (RWAs) ტრადიციული გაგებით არიან ფიზიკური, ხელშესახები აქტივები, რომლებიც ციფრული სამყაროს გარეთ, რეალურ სამყაროში არსებობენ უძრავი ქონების, აქტივებისა და სხვა მსგავსი ღირებული ნივთების სახით. ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სამყაროში კი, RWA-ებმა ახალი დანიშნულება შეიძინეს და ისინი ფიზიკური აქტივების, იქნება ეს ობლიგაციები, აქციები თუ სხვა, ციფრული ეკვივალენტები გახდნენ.
RWA აქტივების ტოკენიზაცია, ანუ გაციფრულება კი, კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.
როგორ ციფრულდება რეალურ სამყაროში არსებული აქტივები? – ტოკენიზაციის პროცესი
ტოკენიზაცია, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით, რეალურ სამყაროში არსებული სხვადასხვა ღირებული აქტივების ციფრულ სამყაროში გადატანას ნიშნავს. გარდა მრავალი უპირატესობისა, ტოკენიზაცია იმითიც არის გამორჩეული, რომ მისი წყალობით შესაძლებელია ნაწილობრივი საკუთრების უფლება მოიპოვო, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა იყიდოს და შეინახოს ძვირადღირებული აქტივები, მისი ნაწილებად დაყოფის პრინციპით.
ტოკენიზაცია და გაციფრულებული აქტივები – უძრავი ქონება, ხელოვნების ნიმუშები თუ ინტელექტუალური საკუთრება – მიზნად ისახავს მეტი ლიკვიდურობის, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის გაჩენას. ამ აქტივების გაციფრულება და ონლაინ სივრცეში გადატანა ტრადიციული საფინანსო ბაზრების მეტ დემოკრატიზაციასა და მოდერნიზაციაზე მიგვანიშნებს. კრიპტოვალუტა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგია სულ უფრო პოპულარული და ყოველდღიური ფაქტორი ხდება ჩვენს ცხოვრებაში.
სწორედ ამ ტექნოლოგიის წყალობით, Real-World Asset (RWA) ტოკენიზაცია მოიცავს ბლოკჩეინში შესაბამისი ღირებული, რეალური აქტივის წარმომადგენლობის შექმნას, რომელსაც ჩვენს შემთხვევაში ტოკენი ჰქვია და ის ფიზიკურ აქტივის ონლაინ, ციფრული ვერსიაა, რომლის გაყიდვა ან სულაც გაქირავება შეგიძლია, სწორედ ისე, როგორც ეს სახლის, ავტომობილის ან სხვა უძრავი თუ მოძრავი ნივთის შემთხვევაში არის შესაძლებელი.
Real-World Assets (RWAs) ტიპები:
როგორც ვახსენეთ, ტოკენიზაცია აქტიური პროცესია, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული გახდა და სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა ამ ახალი ინდუსტრიით. ბაზარზე ტოკენიზირებული Real-World Assets-ის რამოდენიმე ტიპი არსებობს:
- ობლიგაციები – RWA ტოკენები თავისუფლად შეიძლება ციფრულ ობლიგაციებადაც მოგვევლინონ, სწორედ ისეთად, როგორიც მაგალითად US Treasury Bill არის. ობლიგაციაზე დარიცხული სარგებლის გარდა, ბლოკჩეინ ტექნოლოგია მომხმარებელს გამჭვირვალობას, მაღალ ლიკვიდურობასა და ნაწილობრივი საკუთრების უპირატესობასაც აძლევს.
- უძრავი ქონება – ტოკენიზაციის პროცესის წყალობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფლობდნენ უძრავი ქონების ციფრული ვერსიის გარკვეულ ნაწილს, თუკი მათ ამ აქტივის სრულად ფლობა არ უნდათ ან ფინანსურად არ შეუძლიათ. გაქირავებული ან გაყიდული უძრავი ქონებიდან კი, მათი ფლობის პროპორციული წილის სარგებლის მიღება ისევე შესაძლებელია, როგორც ეს რეალურ სამყაროში ხდება.
- ხელოვნების ნიმუშები – თუ ოდესმე რომელიმე ძვირადღირებული ნახატის ან ხელოვნების ნიმუშის ფლობა გნდომებია და მისი სიძვირიდან ან სიმცირიდან გამომდინარე ეს სურვილი ვერ აისრულე, ტოკენიზაცია ამ პრობლემასაც ჭრის. ინვესტორებს უკვე შეუძლიათ მათთვის სასურველი ტილო, ან მუსიკალური ნაწარმოები შეიძინონ სრულად ან ხელმისაწვდომი პროცენტულობით.
RWA-ები აქტივების ფლობის არს საფუძვლიანად ცვლიან თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. ბლოკჩეინისა და DeFi ინდუსტრიების დახმარებით კი, ნებისმიერი სფერო უფრო მასშტაბური და ხელმისაწვდომი ხდება, რაც შესაძლებლობებს საგრძნობლად ზრდის. რაც უფრო წინ მიიწევს ტექნოლოგიური განვითარება, მით უფრო იხვეწება RWA და ტოკენიზაცია, რაც საბოლოოდ ამარტივებს აქტივების მართვას და საინვესტიციო პორტფელის შექმნას, თუნდაც სრულიად გამოუცდელი ადამიანისთვის.
რა უპირატესობები აქვს Real-World Assets-ს (RWAs)?
აქტივების ტოკენიზაცია მომხმარებელს უამრავ უპირატესობას სთავაზობს და მათ შორის უმთავრესი გაზრდილი ლიკვიდურობაა. ტრადიციული საფინანსო ბაზრებისაგან განსხვავებით, სადაც აქტივების ყიდვა & გაყიდვა კონკრეტულ სამუშაო დროებშია შესაძლებელი, ბლოკჩეინ ტექნოლოგია 24/7 ვაჭრობის საშუალებას იძლევა, რაც მომხმარებლებისათვის მეტ მოქნილობასა და კომფორტულობას ნიშნავს.
ისეთი აქტივები, როგორიც უძრავი ქონება და ობლიგაციებია ძნელად ლიკვიდურია, რაც მათ ფულად გარდაქმნას ართულებს და პროცესი ბევრ დროს მოითხოვს. ეს ფაქტორი კი, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფული სასწრაფოდ სჭირდებათ ან სულაც ვაჭრობის მოკლევადიანი სტრატეგია აქვთ, საგრძნობ დაბრკოლებას წარმოადგენს.
კრიპტო RWA ტოკენები კი, ტრადიციული საფინანსო ბაზრის ამ პრობლემას, რეალურ გადაჭრას უძებნიან. გარდა მაღალი ლიკვიდურობისა, ტოკენიზაცია მომხმარებლებს მარტივად აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ძვირადღირებული და აქამდე მიუწვდომელი აქტივების მფლობელები, რაც დამწყებთათვის უდიდესი პლიუსია. ნაწილობრივი საკუთრების პრინციპით, მომხმარებელს შეუძლია ძვირადღირებული აქტივის გარკვეული ნაწილის მფლობელი გახდეს. ეს ინოვაციური მიდგომა, ამცირებს საწყისი ინვესტირების ხარჯს და იმ ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომლებიც აქამდე ინდუსტრიასა და ეკონომიკურ ბრუნვაში მონაწილეობას ვერ იღებდნენ.
დამატებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგია მომხმარებლებს გამჭვირვალობის უმაღლეს დონეს სთავაზობს. ინვესტორები მეტი თავდაჯერებულობით მოქმედებენ ბაზარზე, ხოლო თაღლითური ქმედებები და საკუთრებასთან დაკავშირებული დავები მინიმუმამდე მცირდება. გარდა ამისა, ტოკენიზაცია ამცირებს აქტივების მოვლისა და ფლობის ხარჯებს. შენ აღარ გიწევს საბუთების შევსება, შუამავლებთან ურთიერთობა და საკომისიოების გადახდა, სწორედ ის ეტაპები, რომლებიც ნებისმიერ ტრადიციულ საფინანსო სექტორს თან ახლავს.
მისი არსით, ტოკენიზაცია წარმოადგენს რეალურ სამყაროში არსებული აქტივების უფრო პატარა ნაწილებად დაყოფას და მის ციფრულ სამყაროში გადატანას, სადაც ყიდვა, გაყიდვისა და ფლობის პროცესი სრულად გამჭვირვალე და დემოკრატიზირებულია. შესაძლებლობები კი, ნაწილობრივი ფლობიდან თუ აქტივების მართვის სიმარტივიდან გამომდინარე, გაცილებით გაზრდილია, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს საინვესტიციო სფეროში პირველი ნაბიჯები თამამად გადადგან.
Real-World Asset (RWA) მაგალითები?
stUSDT არის პირველი RWA ტოკენი, რომელიც ტრონის ეკოსისტემაზე მუშაობს და ისეთი ობლიგაციებისა და აქტივების ტოკენიზაციით არის დაკავებული, როგორიც U.S Treasury Bill არის.
დეცენტრალიზებულ პლატფორმა JustLend-ზე ოპერირებით, stUSDT მომხმარებლებს ტოკენიზირებული აქტივების წყალობით პასიური შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობასაც აძლევს, სხვა ყველა უპირატესობასთან ერთად. ყოველი stUSDT წარმოადგენს რეალური ობლიგაციის ციფრულ ანალოგს, რომლითაც მომხმარებლებს ისევე შეუძლიათ ოპერირება, როგორც ამას ფასიანი ქაღალდების ან აქციების შემთხვევაში აკეთებენ. stUSDT ტოკენების მფლობელები ერთ მხრივ სარგებლობენ რეალური აქტივის ღირებულებითა და ფასნამატით, მეორე მხრივ კი იყენებენ ბლოკჩეინის ყველა უპირატესობას – იქნება ეს უსაფრთხოება თუ მაღალი ლიკვიდურობა.
TRON-ის ბლოკჩეინის წყალობით, stUSDT მარტივ საინვესტიციო პლატფორმას ქმნის. პროტოკოლი კი მხარდაჭერილია თავად Justin Sun-ის მიერ, რომელიც ტრონის შემქმნელი და stUSDT-ის დიდი მხარდამჭერია.
მიუხედავად იმისა, რომ stUSDT-ის პირდაპირ არასდროს მოუზიდავს დაფინანსება ინვესტორებისგან, პლატფორმა მაინც წამყვანი RWA პროექტია, რომელმაც $2 მილიარდზე მეტი შეინახა აქტივებში უსაფრთხოების გარანტიებით.
როგორ ვიყიდო Real-World Asset?
იმისათვის, რომ რეალური სამყაროდან ციფრულ სამყაროში გადატანილი აქტივები, ანუ RWA ყიდვა შეძლო, დეცენტრალიზებული ბირჟების დახმარება დაგჭირდება. კრიპტო ბირჟებზე გასაყიდად არის გამოტანილი RWA აქტივები, ზუსტად ისე, როგორც კრიპტოვალუტა.
RWA აქტივები ტოკენიზირებული ტექნოლოგიაა, შესაბამისად, მათ შესაძენად კრიპტოვალუტა დაგჭირდება. თუ რომელი კრიპტო გჭირდება შენთვის სასურველი აქტივის საყიდლად, ეს დამოკიდებულია თავად პლატფორმაზე, სადაც ვაჭრობ ტოკენიზირებული აქტივებით.
სასურველი კრიპტოს ყიდვა კი, როგორც დამწყებმა, ისე გამოცდილმა ადამიანმა მარტივად, მომენტალურად და ნაკლები დანახარჯებით უნდა შეძლოს.
კრიპტალი პირველი ქართული ბირჟაა, სადაც ხელმისაწვდომია ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა და სხვები არიან. სასურველი ციფრული აქტივის ყიდვა კი, დამწყებთათვისაც ისევე მარტივია, როგორც უკვე გამოცდილი ადამიანებისთვის.
პლატფორმაზე მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის შემდგომ, შენთვის კრიპტო საფულე ავტომატურად გენერირდება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ანგარიშს სასურველი ვალუტით – ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო – შეავსებ, რომელიც ავტომატურად სტაბილურ კრიპტოვალუტაში კონვერტირდება, შემდგომ კი კრიპტოს ყიდვა ორი გზით შეგიძლია:
- კონვერტაცია – სადაც პირდაპირ უთითებ, თუ რომელი კრიპტოვალუტა გინდა იყიდო და რა რაოდენობით, შემდგომ კი აკლიკავ ყიდვას და ციფრული აქტივი მომენტალურად, შენს საფულეში აღმოჩნდება.
- Spot ბირჟა – არის გზა, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტაზე შეგიძლია საუკეთესო ფასი მიიღო და სასურველი ციფრული აქტივი, ყველაზე მომგებიანი პირობებით იყიდო.
შენს მიერ ნაყიდი კრიპტოვალუტა კი, შეგიძლია მინიმალური საკომისიოებით, სასურველ ადგილას გადარიცხო, სადაც RWA აქტივების ყიდვას შეძლებ.
(R)
კომენტარები