თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ქმედებებისა და განცხადებების უკან ივანიშვილის მიერ ძალაუფლების დაკარგვის შიშს ხედავს – როგორც თინა ხიდაშელი “პირველი ხაზის” ეთერში აცხადებს, “მმართველი პარტიის მთელი კამპანია სისუსტის ერთმნიშვნელოვნად დადასტურებაა“.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს კუთხეში მომწყვდეულად გრძნობს“.
მაშინ, როდესაც “ოცნებას” მისი ამომრჩევლისგან არ დაუცავს საკუთარი უსაფრთხოება, როგორ უნდა ჰქონდეს მოქალაქეებს რწმენა იმისა, რომ ეს ხელისუფლება მას დაიცავს, მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის სისუსტის ერთმნიშვნელოვანი დადასტურება მათი მხრიდან და მგონია, რომ ვინც მას ეს კამპანია დაუგეგმა, ყველაზე დიდი მტერია მისი სინამდვილეში. ყველა წერტილი, სადაც ის მოწყვლადია, ამ ბარიერიდან ჩანს და ამ ბარიერში იკითხება. “ოცნება” ისტერიკაშია და თან ძალიან ადრე დაეწყო ეს ისტერიკა. სააკაშვილს ბოლო 2 თვე გაუჭირდა, ბოლო 2 თვე გაგიჟდა საარჩევნო თვალსაზრისით და ამათ 7 თვით ადრე დაეწყოთ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის იმის დადასტურება, რომ ის კვლევები, რაც კვირაში ერთხელ მოსდის, ეუბნება, რომ შანსი არ აქვს. როდესაც კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობს თავს და თან შეშინებულია, მერე იწყებს შეცდომების დაშვებას”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
კომენტარები