მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,რაც შეეხება აფხაზეთს, ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ) საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც.
მარტო ის რად ღირს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს დაცარიელებულ ოჩამჩირის და გალის რაიონებში რუსების ჩასახლებას, რათა გაანეიტრალოს ქართველების ოდესმე დაბრუნების საფრთხე.
თუ საქართველო დარჩა რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.
მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველ მსოფლიო ომში რუმინეთი დამარცხდა ბრძოლის ველზე, მაგრამ იმის გამო რომ გამარჯვებულ ბლოკში იყო, ომის შედეგად ტერიტორია მკვეთრად გაეზარდა.
ჰორტის უნგრეთი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის მოკავშირე, ამიტომ ქვეყანა დარჩა მისი ისტორიული მიწების დიდი ნაწილის გარეშე.
ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი ფასი. მათ შორის უმთავრესი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს!“
კომენტარები