იმისთვის, რომ შენი კულინარიული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინო, აუცილებლად შესაბამისი იარაღები დაგჭირდება. თუკი ახლა იწყებ სამზარეულოში მოღვაწეობას და დანის სწორად არჩევა არ იცი, მაშინ ჩვენი მოკლე გზამკვლევი სწორედ შენთვისაა. დღეს თავი მოვუყარეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს სამზარეულოს დანის არჩევასთან დაკავშირებით. გაეცანი ჩვენს რჩევებს დამწყები კულინარებისთვის.
როგორ უნდა შეარჩიო სამზარეულოს დანა
სამზარეულოს დანის ტიპების ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელია. პროფესიონალი შეფ-მზარეულის ნაკრებში ათობით იარაღი შეიძლება შეგხვდეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენც, როგორც დამწყებს, იგივე ატრიბუტები დაგჭირდება. პირიქით, გამოცდილი მზარეულები გვირჩევენ, რომ დასაწყისისთვის აჯობებს რამდენიმე დანა შეიძინო და თითოეული მათგანი სათითაოდ გამოცადო. მარაგს ნელ-ნელა შეავსებ. ასე თანხასაც დაზოგავ და საკუთარ საჭიროებებსა და პრეფერენციებსაც უკეთ გაიაზრებ.
ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად მრავალფუნქციური დანა გამოგადგება, რომელსაც ხორცის, რძის ნაწარმისა და ბოსტნეულის საჭრელად გამოიყენებ. გაითვალისწინე, რომ სამზარეულოს დანების კატეგორიიდან პროფესიონალები რეკომენდაციას 210მმ-240მმ სიგრძის დანებს უწევენ. დიდი ზომის დანის გარდა, სავარაუდოდ, წვრილად საჭრელიც დაგჭირდება. ამ შემთხვევაში, გირჩევთ 100მმ-180მმ სიგრძის იარაღს. იხილე სამზარეულოს დანების ფართო არჩევანი და შეარჩიე მაღალი ხარისხის პროფესიული ატრიბუტები.
რას უნდა მიაქციო ყურადღება დანის არჩევისას
დამწყები კულინარები ხშირად კითხულობენ, რომელი მასალის სამზარეულოს დანებია ყველაზე გამძლე და პრაქტიკული. ამ მხრივ, ექსპერტთა დიდი ნაწილი უპირატესობას ნახშირბადოვანი ფოლადის დანებს ანიჭებს. ნახშირბადოვანი ფოლადის, იგივე ნაწრთობი ფოლადის დანა დახვეწილი იარაღია, რომელიც სუფთა და ზუსტ მოქმედებაში დაგეხმარება, თუმცა მასაც აქვს თავისი მინუსები. კერძოდ, ამ ტიპის დანების მოვლა, სხვა მასალის იარაღებთან შედარებით, გაცილებით რთულია. თუკი უფრო მარტივად მოსავლელ ხელსაწყოებს ამჯობინებ, ამ შემთხვევაში, უჟანგავი ფოლადი საუკეთესო ალტერნატივაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სამზარეულოს იარაღების არჩევისას უნდა გაითვალისწინო, დანის ტარია. დარწმუნდი, რომ დანა მსუბუქი და მოსახერხებელია. როგორ გიჭირავს ხელში და რამდენად გერგება? მხოლოდ ხარისხი და ფუნქციური მახასიათებლები არ კმარა. მთავარია, იარაღი შენს საჭიროებებს შეესაბამებოდეს.
ცნობილი ბრენდები, რომლებიც სამზარეულოს დანებს გვთავაზობენ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლითაც დანის არჩევისას შეგიძლია იხელმძღვანელო, ბრენდის რეპუტაციაა. ქართულ ბაზარზე არაერთი წარმატებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სანდო ნაწარმს აწვდის და სახელი სწორედ ამით გაითქვა. ერთ-ერთი მათგანია იაპონური ბრენდი – Seki Kanetsugu, რომელიც სამზარეულოს დანების ფართო არჩევანს გვთავაზობს. მათი შეძენა უკვე სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლია. სამზარეულოს დანებს Cold Steel-ის კოლექციაშიც შევხვდებით. Cold Steel – მა დანების წარმოება ჯერ კიდევ 1980 წელს დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაითქვა სახელი. ხარისხი და მოსახერხებელი დიზაინი არის ის, რაც ამ ბრენდებს აერთიანებს.
სამზარეულოს დანასთან მოპყრობის წესები
იმისთვის, რომ შენი ახალი იარაღები არ დაბლაგვდეს, მათ სათანადო მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. ეს რეგულარულ წმენდას, გალესვასა და შესაბამის პირობებში შენახვას გულისხმობს. ყოველი გამოყენების შემდეგ დანა კარგად უნდა გარეცხო და შემდეგ ტილოთი გაამშრალო, ისე, რომ ზედაპირზე წყლის წვეთები არ დარჩეს. აუცილებელია მისი პერიოდულად გალესვაც. არსებობს ლესვის სხვადასხვა ტექნიკა. სწორი მეთოდის შესარჩევად დასახმარებლად პროფესიონალებს შეგიძლია მიმართო.
შეჯამება
სწორად შერჩეულ იარაღს კულინარისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ნიჭიერ შეფსაც კი გაუჭირდება ბლაგვი, მოუხერხებელი დანით პროდუქტების დამუშავება და მათგან შედევრების შექმნა. ამიტომ, გირჩევთ, ატრიბუტების შერჩევას სათანადო დრო დაუთმო და მხოლოდ მას შემდეგ შეიძინო იარაღი, რაც დარწმუნდები, რომ სწორედ შენზეა ზედგამოჭრილი.
(R)
კომენტარები