ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ჟიული შარტავას შვილიშვილის, ლიკა შარტავას ,,ქართული ოცნების” საარჩევნი სიის ოცეულში დასახელებას ეხმაურება:
,,პირველად ვნახე ის გოგო, ქოცების ოცეულის წარდგენაზე რომ გამოიყვანეს, ჟიული შარტავას შვილიშვილიაო. ხოდა, შვილო, ვინც ხარ, ისე ნუ გაიუბედურებ თავს პარლამენტში მოხვედრის გამო, რომ ბაბუაშენის ხსოვნა შეურაცხყო. ეგ ნაძირალა კაცი მალე ბაბუაშენის სახელით ბოდიშის მოხდას მოგთხოვს რუსებისთვის იმის გამო, რომ სამშობლო უყვარდა და რუსებს და სეპარატისტებს შეაკვდა. კი, ბაბუაშენის გმირობისთვის ბოდიშის მოხდასაც მოგთხოვს ეგ არაადამიანი. მაგას მუხრუჭი აღარ გააჩნია. ნაცრისფერ ზონაში ვერავინ დაიმალებით, ყველა ხელისგულზე ხართ. ყველას პასუხისმგებლობა პერსონალურია. დიახ, ყველას სათითაოდ დაგიმახსოვრებთ საქართველო, ვინც არ გაემიჯნებით ამ მოღალატე კაცს.”
კომენტარები