რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ბიძინა ივანიშვილს გორში გამოსვლა მოუწონა.
სიმონიანი ივანიშვილის სრული გამოსვლიდან იმ ნაწილსაც აქვეყნებს, რომელშიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების “ბრალეულობასა” და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე საუბრობს.
“საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. თითქოს მრავალწლიანი ლოთობიდან ან ფსიქოზიდან გამოვიდა. მოკლედ, თბილად მივესალმებით!”, – დაწერა პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელში.
კომენტარები