ანალიტიკოსი, ლექტორი არჩილ გამზარდია საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებას ასე ეხმაურება:
,,დღევანდელ საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება მისალოცი ნამდვილად არ არის, იშვიათი რამდენიმე ნათელი მასწავლებელი თავიანთი მოწადინებით თუ ანათებენ ჩვენი სასკოლო განათლების წყვდიადში.
უხარისხო სახელმძღვანელოები.
დღემდე შემორჩენილი საბჭოთა სასკოლო “კულტურა, ფსევდოეთიკა და წესები.
არაერთი უსამართლო მასწავლებელი, რომლებსაც სძულთ მოსწავლეები, მათში ინდივიდს და პერსპექტივას კი არ ხედავენ, არამედ მოსაშორებელ ჭირს.
საჯარო სკოლებში ჩვენს შვილებს რთული დილემა აქვთ, ისე უნდა მიიღონ განათლება, რომ არ მისცენ მასწავლებლებს საშუალება დაუმახინჯონ სული და ნერვები.
ასწავლეთ შვილებს შეძლონ პროტესტის გამოხატვა, გაუწიონ წინააღმდეგობა დღევანდელ სასკოლო ჭაობს და უსამართლო მასწავლებლებს. აქედანვე დაიწყონ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ და განვითარდნენ, განვითარდნენ და განვითარდნენ.
ჩემს შვილებს ვუხსნი იმას, რომ სკოლა მათ სჭირდებათ და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემიდან გამომდინარე, იძულებულებიც არიან ბიუროკრატიას გაუძლონ. მაგრამ ბრმად ნუ მიიღებენ და მორჩილად სკოლისა და მასწავლებლების ნაწილის თავნებობას, სიძულვილსა და უსამართლობას, ისწავლონ მყარად და გაუწიონ წინააღმდეგობა, იბრძოლონ და ყველას თავის ადგილი მიუჩინონ.
წარმატებები, შვილებო, გაუძელით!”
კომენტარები